დიმიტრი პესკოვი - ბიუჯეტის დეფიციტი ნამდვილად არის

ბიუჯეტის დეფიციტი ნამდვილად არის, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„დეფიციტი ნამდვილად არის, მაგრამ ეს მიმდინარე გამოწვევაა, რომლის მოგვარების საშუალებას მაკროეკონომიკური სტაბილურობა შესაბამისი ზომების მიღებით იძლევა“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, ბიუჯეტის დეფიციტის საკითხს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მთავრობასთან განიხილავს.

„ნამდვილად, ნავთობისა და გაზის შემოსავლები შემცირდა, თუმცა ამის კომპენსირება სხვა სახის შემოსავლებით ხდება. პრეზიდენტი ამ საკითხს მთავრობასთან და ცენტრალურ ბანკთან განიხილავს“, - აღნიშნა პესკოვმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა