Reuters - დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი ბორგე ბრენდე, რომელიც ეპშტეინის საქმეში ფიგურირებს, თანამდებობიდან გადადგა

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი ბორგე ბრენდე, რომელიც ეპშტეინის საქმეში ფიგურირებს, თანამდებობიდან გადადგა, - ინფორმაციას Reuters-ი ბრენდეს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მადლობელი ვარ ჩემს კოლეგებთან და პარტნიორებთან შესანიშნავი თანამშრომლობისთვის და მჯერა, რომ ახლა შესაფერისი დროა ფორუმისთვის, რომ თავისი მნიშვნელოვანი საქმიანობა ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე გააგრძელოს“, - აცხადებს ბრენდე.

ბორგე ბრენდე დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა.

ცნობისთვის, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ხელმძღვანელობამ რამდენიმე კვირის წინ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო ბორგე ბრენდესა და გარდაცვლილი ფინანსისტისა და სექსუალურ დანაშაულებში მსჯავრდებული ჯეფრი ეპშტეინის კონტაქტების შესახებ. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მასალებიდან ირკვევა, რომ ბრენდეს ეპშტეინთან სამი საქმიანი ვახშამი და ელექტრონული ფოსტით მიმოწერა ჰქონდა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე