საგარეო საქმეთა სამინისტრო უწყებაში დიდი ბრიტანეთის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ელჩთან მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრისას აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილება „იმედისა“ და „POSTV“-ის დასანქცირებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა, წარმოადგენს ქართულ საზოგადოებაზე უხეშ თავდასხმას და ხაზი გაესვა სათანადო მასალების წარმოდგენის მნიშვნელობას.

უწყების ცნობით, მაკა ბოჭორიშვილის მხრიდან აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის თუ იურიდიული პირებისთვის სანქციების დაწესება ჩრდილს აყენებს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პარტნიორობას და სანქციების პაკეტების გაცხადებულ მიზნებს არ ემსახურება.

„2026 წლის 26 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე იქნა დაბარებული გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტში ქართული ტელეკომპანიების - „იმედის“ და „POSTV“-ის ჩართვასთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩს სთხოვა განმარტება იმის თაობაზე, თუ რა ინფორმაცია დაედო საფუძვლად აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რომელიც სავარაუდოდ, ლონდონს თბილისიდან მიეწოდება.

აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, წარმოადგენს ქართულ საზოგადოებაზე უხეშ თავდასხმას და ხაზი გაესვა სათანადო მასალების წარმოდგენის მნიშვნელობას.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის თუ იურიდიული პირებისთვის სანქციების დაწესება ჩრდილს აყენებს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პარტნიორობას და სანქციების პაკეტების გაცხადებულ მიზნებს არ ემსახურება.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული ტელეკომპანიების უსაფუძვლოდ დასანქცირება წარმოადგენს მედიის თავისუფლებაზე შეტევას, რაც ასევე მიუღებელია საქართველოსთვის, სადაც განსხვავებული მედიასაშუალებები თანაბრად თავისუფალ სივრცეში არსებობენ.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას.“- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს