ურსულა ფონ დერ ლაიენი - ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს - მოლაპარაკებები გრძელდება დემოკრატიულ უკუსვლასა და უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების სანქციების საკითხზე

ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლების მიერ პრობლემების მოგვარება არ მოხდება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ ქართველი ოპოზიციონერებისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.

კერძოდ, ევროკომისიის პრეზიდენტს წერილი ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა - ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა გვარამიამ, ნიკა მელიამ, ლევან ხაბეიშვილმა, გიორგი ვაშაძემ, ირაკლი ოქრუაშვილმა, გივი თარგამაძე - 2025 წლის 22 სექტემბერს საპატიმროდან გაუგზავნეს.

ოპოზიციონერების წერილზე ურსულა ფონ დერ ლაიენის პასუხი 25 თებერვლით თარიღდება.

„ევროკავშირი ქართველი ხალხის დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს ამ მიზნისკენ მუშაობას მოვუწოდებთ. საქართველოში ბოლო დროს განვითარებული ნეგატიური მოვლენების ფონზე ევროკავშირმა მტკიცე რეაგირება მოახდინა და საქართველოს ხელისუფლებას ჟურნალისტების, აქტივისტებისა და უსამართლოდ დაკავებული პირების გათავისუფლებისკენ მოუწოდა“, - ნათქვამია წერილში.

ასევე, წერილში აღნიშნულია, რომ კომისიის წინადადების თანახმად, საბჭომ საქართველოსთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი ნაწილობრივ შეაჩერა.

„ეს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს შეეხება. ვიზების შეჩერების მექანიზმის შესახებ ახალი ანგარიშში კომისიამ დაასკვნა, რომ საქართველომ უკუსვლა განიცადა მმართველობის, კანონის უზენაესობის, სავიზო შესაბამისობისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ამ უკუსვლის სისტემური და წინასწარგანზრახული ხასიათის გათვალისწინებით, კომისიამ ვიზების შეჩერების მექანიზმის ფარგლებში შემდგომი ზომების პროცედურა დაიწყო. ახალი წესების თანახმად, პირველი ფაზის ფარგლებში ვიზების შეჩერება დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს შეეხება. მეორე ფაზის ფარგლებში, ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლების მიერ პრობლემების მოგვარება არ მოხდება“, - აღნიშნულია წერილში.

ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საქართველოში შემდგომი ზომების საკითხს განიხილავენ.

„მიუხედავად იმისა, რომ წევრ ქვეყნებს შორის სანქციებზე კონსენსუსი ჯერჯერობით მიღწეული არ არის, მოლაპარაკებები გრძელდება დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების სანქციების საკითხზე. ევროკავშირის სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები ერთხმად იღებენ“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე