ლაშა ფარულავა - ნათია თურნავას განცხადება საფრთხეს უქმნის ადამიანებს, რომელთაც ბანკში ანაბარი ან დეპოზიტი აქვთ - მურუსიძემ უნდა გადაწყვიტოს, დიდი ბრიტანეთის  სანქციები გავრცელდება თუ არა იურიდიულ პირებზე

„იმედის“ და „პოს ტვის“ დასანქცირებას მეორე ეტაპიც მოჰყვება, კონკრეტულ ფიზიკურ პირებზე გავრცელდება სანქციები. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით დასრულდა, ძალიან ცდება, პროცესი გაგრძელდება, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

ლაშა ფარულავას თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადება, რომ „კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად“, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას.

„პირველად მოხდა ის, რომ დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა იურიდიული პირები - „იმედი“ და „პოსტვ“. ეს არის მხოლოდ პირველი ეტაპი და ამას მეორე ეტაპიც მოჰყვება, კონკრეტულ ფიზიკურ პირებზე გავრცელდება სანქციები. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით დასრულდა, ძალიან ცდება, პროცესი გაგრძელდება.

ნათია თურნავას განცხადება არის პრობლემა მთელი საფინანსო სისტემისთვის, მთელი ქვეყნისთვის, მათ შორის დეპოზიტარებისთვის, მეანაბრეებისთვის. ნათია თურნავა 38 000 ლარს იღებს ბიუჯეტიდან ანაზღაურების სახით იმისთვის, დაიცვას ფინანსური სტაბილურობა და ფასების კონტროლი შეძლოს და ასევე დაცული იყო როგორც რეზიდენტების, ისე არარეზიდენტების ინტერესები, რომლებიც ქვეყანაში ფულს ინახავენ. მისი განცხადება საფრთხეს უქმნის იმ ადამიანებს, რომელთაც ანაბარი ან დეპოზიტი აქვთ. სტაბილურობა კი არა, ფინანსური სექტორის დესტაბილიზება მოახდინა. მისი განცხადება საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის.

არანაირი ეკონომიკა ამ ქვეყანაში არ არსებობს, არსებობს საბანკო ოლიგარქია. ამ თვალსაზრისით აქამდე რაღაც წესრიგი თუ არსებობდა, ახლა ეს წესრიგი ირღვევა, როდესაც მურუსიძემ უნდა გადაწყვიტოს, დიდი ბრიტანეთის სანქციები გავრცელდება თუ არა იურიდიულ პირებზე, როდესაც ნათია თურნავამ ეს განცხადება გააკეთა, 500 000 ადამიანის ინტერესი ფეხებზე დაიკიდა“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე