შალვა პაპუაშვილი მშპ-ის ზრდაზე - რომ არ იყოს ელჩების თავდასხმები, „მეხუთე კოლონას“ ნამახვან-ჰესი რომ არ ჩამოეშალა და ბათუმიდან ტურისტული გემი არ გაებრუნებინა, წარმოიდგინეთ, რამხელა ზრდა გვექნებოდა

რომ არ იყოს ელჩების ყოველდღიური თავდასხმები, მათ დაფინანსებულ „მეხუთე კოლონას“ ნამახვან -ჰესი რომ არ ჩაეშალა, „მეხუთე კოლონა“ რომ ტურისტულ გემს

არ დახვედროდა ბათუმში და უკან არ გაებრუნებინა - დავფიქრდეთ, რამხელა ზრდა გვექნებოდა და რამდენად მეტი იქნებოდა რომ არა ეს მავნებლობა, რომელიც ბრიუსელის მხრიდან უკვე რამდენი ხანია გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა „საქსტატის“ მონაცემებს, რომ იანვარში საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით გაიზარდა.

პაპუაშვილის მტკიცებით, ბათუმში „ტურისტულ გემს ვინც დახვდა და უკან გააბრუნა, ფული იმ ხალხმა გადაუხადა, ვისაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის შურს.“

„ახლა წარმოიდგინეთ, რომ არ იყოს ელჩების ყოველდღიური თავდასხმები. რომ არ ყოფილიყო „მეხუთე კოლონის“ დაფინანსება, რომელიც ძირს უთხრის ქვეყნის უსაფრთხოებასაც და ეკონომიკურ სტაბილურობასაც. მათ დაფინანსებულ „მეხუთე კოლონას“ ნამახვან -ჰესი რომ არ ჩაეშალა და ვალები არ გვქონოდა გადასახდელი და ჰესის მშენებლობა გვქონოდა, რომელიც დამატებითი ეკონომიკური სარგებელი იქნებოდა. „მეხუთე კოლონა“ რომ ტურისტულ გემს არ დახვედროდა ბათუმში და უკან არ გაებრუნებინა იმიტომ, რომ ფული გადაუხადეს ასე გააკეთეო. ფული იმ ხალხმა გადაუხადა ჩვენი ეკონომიკური ზრდის რომ შურს და თვითონ რომ პრობლემები აქვთ. დავფიქრდეთ, რამხელა ზრდა გვექნებოდა და რამდენად მეტი იქნებოდა რომ არა ეს მავნებლობა, რომელიც ბრიუსელის მხრიდან უკვე რამდენი ხანია გრძელდება. მათ შორის ამ მიზნით, რომ ჩვენს ეკონომიკას ზიანი მიადგეს.

ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლებას სწორი ეკონომიკური პოლიტიკა აქვს და მნიშვნელოვანია საქართველოს კონსოლიდირება „მეხუთე კოლონისთვის“ პასუხის გასაცემად, რომელიც ცდილობს, გარედან კარნახით საქართველოს ეკონომიკური განვითარება დააზიანოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე