ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ერთ-ერთი ბრალდებულის, ძებნაში მყოფ გიორგი ჯოხაძის ცოლმა, ელენე ძაძუამ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა

ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ერთ-ერთი ბრალდებულის, ძებნაში მყოფ გიორგი ჯოხაძის ცოლმა, ელენე ძაძუამ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

სასამართლო პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს, ელენე ძაძუა მოწმედ ბრალდების მხარემ დაიბარა.

ელენე ძაძუა გასულ სხდომაზეც იყო მოწმედ გამოძახებული, თუმცა, ის მისი ადვოკატის განმარტებით, თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა, რის გამოც, არ გამოცხადდა.

დღევანდელ სხდომაზე კი, ელენე ძაძუამ მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს განუცხადა, რომ მას გამოძიების ეტაპზე და წინა სასამართლოზე[გელა უძილაურის საქმე] ჩვენება აქვს მიცემული და იმ ჩვენებით ეხელმძღვანელათ.

სასამართლოში, სადაც ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, დიდი რაოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული. პოლიციელები იმყოფებიან როგორც გარე, ასევე შიდა პერიმეტრზე.

ამ წუთებში სასამართლოში ჩვენებას პოლიციელი აძლევს.

ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.

გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე