მიხეილ სარჯველაძე - უცხოეთში შეგიმჩნევიათ კონკურენტი სააფთიაქო დაწესებულება რიგში ჩაწყობილი, გვერდიგვერდ? რასაკვირველია, ეს უცნაურობაა - რეგულირებას რაც შეეხება, ეს შეიძლება, თუმცა დაფიქრება გვმართებს

შეგიმჩნევიათ, მაგალითად, კონკურენტი სააფთიაქო დაწესებულება, ასე, რიგში ჩაწყობილი, გვერდიგვერდ? რასაკვირველია, ეს უცნაურობაა - მაგალითად, გერმანიაში, იაპონიაში არ მინახავს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საკითხი ყურადღებას და მსჯელობას აუცილებლად იმსახურებს.

„ერთ კანონზომიერებაზე მინდა მიგანიშნოთ, ყოფილხართ უცხოეთში, არაერთ ქვეყანაში და შეგიმჩნევიათ, მაგალითად, კონკურენტი სააფთიაქო დაწესებულება, ასე, რიგში ჩაწყობილი, გვერდიგვერდ? რა საკვირველია, ეს უცნაურობაა, დამახასიათებელი...შეიძლება სადმე სხვაგან იყოს ასეთი რამ, მაგრამ მე არ მინახავს. მაგალითად, გერმანია - მსგავსი რამ არ მინახავს ან მაგალითად, ძალიან განვითარებულ ფინანსურად ძლიერი სახელმწიფოები - იაპონიაში არ მინახავს. არ ვიცი, ასეთ პირობებში, იქნებ, რაღაც გავლენა აქვს? რიტორიკულად დავსვათ ეს კითხვას.

თუ დაელაპარაკებით თითოეული სექტორის წარმომადგენელს, შეიძლება გითხრან, რომ მცირე დოზით ახდენს გავლენას, 10%-ით მაგალითად ან 15%-ით, მაგრამ რომ ახდენს გავლენას ხარჯებზე, ამაზე შემიძლია 100%-ით გესაუბროთ.

რეგულირებას რაც შეეხება, სხვათა შორის, ასეთი რამ შეიძლება არსებობდეს, უბრალოდ, ამას აქვს პოტენციური ან მკაცრი ღირებულებების ფორმები, ეს სხვა და სხვა რამ არის. ეს შეიძლება გაკეთდეს, მით უმეტეს სამედიცინო სექტორში, ვფიქრობ, რომ ეს ნორმალურია, თუმცა დაფიქრება გვმართებს, რა შედეგის მოტანა შეუძლია ასეთ რეგულაციას, რამდენად აუცილებელია. ამაზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ არის, მაგრამ ეს საკითხი რომ ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას და მსჯელობა აუცილებლად სჭირდება, ამაში კი, ნამდვილად ღრმად დარწმუნებული გახლავართ. ყოველ შემთხვევაში, აპრიორი, რომ ამაზე არ უნდა ვიმსჯელოთ, საკითხი ასე არ დგას“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მან უპასუხა კითხვას შეიძლება თუ არა, რომ რაოდენობრივი შეზღუდვები დაუწესოთ სააფთიაქო ქსელებს.

„ტერიტორიული, გეოგრაფიული, კი, შეიძლება მოგვარდეს ალგორითმი, როგორ შეიძლება იყოს განაწილებული კონკრეტული ტერიტორიის ფარგლებში“, - განაცხადა სარჯველაძემ

კითხვაზე იქნება თუ არა „ერთი უბანი, ერთი აფთიაქის“, პრინციპი, სარჯველაძე პასუხობს რომ „არა, ასე არ იქნება“.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე