ირაკლი კობახიძე - ჩვენს ინტერესებში ვერ იქნება ის, თუ ვინ უნდა იყოს ხვალ უკრაინის პრეზიდენტი, ეს არის უკრაინელი ხალხი გადასაწყვეტი, რეიტინგებიც არის მათი საქმე, შესაბამისად, მოვერიდები ამ თემის კომენტირებას

ჩვენს ინტერესებში ვერ იქნება ის, თუ ვინ უნდა იყოს ხვალ უკრაინის პრეზიდენტი, ეს არის უკრაინელი ხალხი გადასაწყვეტი, რეიტინგებიც არის მათი საქმე, შესაბამისად, მე მოვერიდები ამ თემის კომენტირებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას უჩვენებს IPSOS-ის კვლევა, რომლის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი ნდობის რეიტინგში მე-4 ადგილზეა, ასევე, გამოკითხულთა მხოლოდ 29%-ს მიაჩნია, რომ მათი ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება - ირაკლი კობახიძემ ხუმრობით უპასუხა: „მეშინია დადასტურების, არ დამასანქცირონ“.

„ჩვენთვის არ არის საინტერესო, ჩვენ ვერ ჩავერევით სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში კონკრეტული პრეზიდენტების, პოლიტიკოსების რეიტინგები არის შესაბამისი ქვეყნის საქმე. თქვენ გახსოვთ, რომ ძალიან ხშირად ერეოდნენ ჩვენს შიდა საქმეებში უცხოელი პოლიტიკოსები, ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. ჩვენ ინტერესებში ვერ იქნება ის, თუ ვინ უნდა იყოს ხვალ უკრაინის პრეზიდენტი. ეს არის უკრაინელი ხალხი გადასაწყვეტი. რეიტინგებიც არის მათი საქმე. შესაბამისად, მე მოვერიდები ამ თემის კომენტირებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს