სახალხო დამცველი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებს შეისწავლის

სახალხო დამცველი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებას შეისწავლის, რომლის საფუძველზეც, 2026 წლის 4 თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დასაწყებად ბავშვს 6 წელი მიმდინარე სასწავლო წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა უსრულდებოდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს.

ომბუდსმენის აპარატის განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით 2026 წლის 27 თებერვალს სახალხო დამცველი იმ მშობელთა ნაწილს შეხვდა, რომელთა შვილებს 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.

სახალხო დამცველი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, განიხილავს კანონში ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილების პროცესში რამდენად იყო დაცული ბავშვის საუკეთესო ინტერესი და რა შესაძლო გავლენა შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ ცვლილებებს ბავშვების უფლებრივ მდგომარეობაზე.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა