პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და საქართველოში მალულად შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და საქართველოში მალულად შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე, მეოთხე, მეხუთე ნაწილებით და 214-ე მუხლის მეოთხე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკაში გადაზიდვის მიზნით, ავტომანქანაში მოწყობილ სამალავში მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა 13 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, რაც 25 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკიდან მალულად და წესის დარღვევით გადმოიტანა საქართველოს ტერიტორიაზე. ცეცხლსასროლი იარაღები: 8 ცალი „GLOCK “-ის მოდელის პისტოლეტი, 3 მოდელის „MP 5,7“-ის პისტოლეტი და 2 ცალი „ FIVE SEVEN“-ის მოდელის პისტოლეტი სასაზღვრო გამშვები პუნქტის, „სარფი“-ს ტერიტორიაზე ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე, მეოთხე, მეხუთე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვა) და 214-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით გადმოტანა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში