დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის  ასისტენტ-პროფესორი   საერთაშორისო პროექტში  ექსპერტ-შემფასებლად მიიწვია

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეტამეცნიერების განყოფილებამ და სასექსის უნივერსიტეტმა გრუნის ასისტენტ-პროფესორი, მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის დირექტორი - ლელა გოგინავა, საერთაშორისო პროექტში ექსპერტ-შემფასებლად მიიწვიეს. ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტი — Metascience Novelty Indicators Challenge — მიზნად ისახავს მეცნიერების განვითარების ახალი ინდიკატორების შემუშავებასა და სამეცნიერო პუბლიკაციებში სიახლეების შეფასების გლობალური რეპოზიტორიუმის შექმნას. კვლევის შედეგები საფუძვლად დაედება საერთაშორისო სამეცნიერო პოლიტიკის ფორმირებასა და კვლევების შეფასების ახალ სტანდარტებს.

„ლელა გოგინავა ექსპერტ-შემფასებლად შეირჩა მისი სამეცნიერო ნაშრომის — "Professional development in Georgian regional secondary schools: Insights from teachers’ perspective" — საერთაშორისო რეზონანსისა და მაღალი აკადემიური ხარისხის საფუძველზე. სისტემამ ქართველი მკვლევრის ნაშრომი დარგის წამყვან პუბლიკაციებთან ფასეულ ექსპერტულ წყვილად ("Expert Match") მიიჩნია.

აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა მნიშვნელოვანია როგორც მკვლევრის აღიარების, ისე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციისთვის. იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევები აღიარებულია საერთაშორისო დონეზე და გავლენას ახდენს თანამედროვე საგანმანათლებლო პოლიტიკის ფორმირების პროცესზე.

სასექსის უნივერსიტეტის მეცნიერების პოლიტიკის კვლევითი განყოფილება (SPRU) ამ მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერად ითვლება და მათ პროექტებში ქართველი მეცნიერების ჩართვა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე