პაკისტანის შეიარაღებული ძალები - ავღანეთში დარტყმების შედეგად „თალიბანის“ 274 მებრძოლი დაიღუპა

ავღანეთში დარტყმების შედეგად „თალიბანის“ 274 მებრძოლი დაიღუპა, - ამის შესახებ პაკისტანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა, აჰმედ შარიფ ჩოუდრიმ განაცხადა.

„პაკისტანის საჰაერო ძალების მიერ ქაბულის, ყანდაარისა და ფაქტიის პროვინციებში განხორციელებული კოორდინირებული დარტყმების შედეგად „თალიბანის“ რეჟიმის 274 მებრძოლი და ტერორისტი დაიღუპა, ხოლო 400-მდე დაშავდა“, - განაცხადა პაკისტანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა.

მისი თქმით, შეტაკებების შედეგად 12 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ამასთან, „თალიბანის“ წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ 55 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

„ავღანეთი პრობლემების მოგვარებას ყოველთვის დიალოგის გზით ცდილობს და ამ პრობლემის მოგვარებაც დიალოგის გზით გვსურს“, - აღნიშნა მუჯაჰიდმა.

შეგახსენებთ, გუშინ ღამით პაკისტანმა ავღანეთის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელა, მას შემდეგ, რაც მეზობელი ქვეყნების სასაზღვრო ძალებს შორის შეტაკებები მოხდა. საჰაერო დარტყმების დაწყებამდე პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა, ხავაჯა ასიფმა „თალიბანს“ „ღია ომი“ გამოუცხადა. „თალიბანმა“ განაცხადა, რომ პაკისტანის სასაზღვრო ჯარებს ცეცხლი ისლამაბადის მიერ მანამდე განხორციელებული საჰაერო დარტყმების საპასუხოდ გაუხსნეს.

გასული წლის ოქტომბერში სასაზღვრო დაპირისპირების შემდეგ პაკისტანი და ავღანეთი, კატარისა და თურქეთის შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა მხარეებმა მოლაპარაკებების შედეგად ხანგრძლივ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე