ბერდია სიჭინავა - ბაქი-ბუქის მიუხედავად, „ოცნება” ვერავისთან ვეღარაფერს დაალაგებს კომპასის ვერცერთ მხარეს, დასავლეთთან მითუმეტეს

ბაქი-ბუქის მიუხედავად, „ოცნება” ვერავისთან ვეღარაფერს დაალაგებს კომპასის ვერცერთ მხარეს, დასავლეთთან მითუმეტეს, - ასე აფასებს პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ბერდია სიჭინავა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შეხვედრას და შემდგომ გაკეთებულ განცხადებებს.

სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ თავად წარმოადგენს მუდმივი არასტაბილურობის წყაროს და აღნიშნული მოცემულობა არა თუ იცვლება, არამედ ქვეყნის მდგრადობას უქმნის საფრთხეს.

„ოცნების” პოლიტსაბჭოს დღევანდელი განცხადებისა და კობახიძის ბრიფინგიდან პრაგმატული ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ უჭერენ მხარს „ოცნებას” ან/და საქმიანად თანამშრომლობენ მასთან, 3 დასკვნას გამოიტანდნენ:

„ოცნება” თავადაა ქვეყანაში მუდმივი არასტაბილურობის წყარო და ეს მოცემულობა არათუ იცვლება, პირიქით - მძიმდება და უკვე ქვეყნის მდგრადობას უქმნის საფრთხეს, შესაბამისად პერსონალურად მათ სტაბილურობასაც;

ბაქი-ბუქის მიუხედავად, „ოცნება” ვერავისთან ვეღარაფერს დაალაგებს კომპასის ვერცერთ მხარეს, დასავლეთთან მითუმეტეს;

პოლიტიკის „გროსმაისტერად” გამოცხადებული კაცი მხოლოდ თავისი ფინანსური საკითხების მოგვარებითაა დაკავებული და მწვავე კრიზისებისას, პოლიტსაბჭოს სხდომებსა და ყრილობებზე, პერიოდულად ბელადივით ჩამოატარებენ როგორც „სიმშვიდისა და სტაბილურობის” სიმბოლოს, რომელიც უკვე ყველასთვის გაცვდა",- წერს ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში