კანადელი ადვოკატი - საქმეში არ გამოკვეთილა არანაირი სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც გიორგი მიქაძის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს დაადასტურებდა

საქმეში არ გამოკვეთილა არანაირი სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც გიორგი მიქაძის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს დაადასტურებდა, - ამის შესახებ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი მიქაძის კანადელმა ადვოკატმა ვიშალ შარმამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„აქ ვიმყოფები კანადის მოქალაქის, ბატონ გიორგი მიქაძის საქმის მონიტორინგისთვის. ეს საქმე ყურადღებით კონტროლდებოდა.

ახლა შემიძლია გაცნობოთ, რომ კანადის საკონსულოს მუდმივი კონტაქტი ჰქონდა ბატონ მიქაძესთან და მის ოჯახთან. პროცესში პირადად იყვნენ ჩართულები როგორც ვიცე-კონსული, ისე თავად გენერალური კონსული.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმეში არ გამოკვეთილა არანაირი სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც ბატონი მიქაძის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს დაადასტურებდა.

მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის „საქმე მტკიცებულების გარეშე“.

ჩვენ კვლავ ყურადღებით გავაგრძელებთ ამ საქმის მონიტორინგს. ამ ეტაპზე საქმე გადაეცემა ბატონი მიქაძის კანადელ სისხლის სამართლის ადვოკატს. ის პირადად ჩამოვა პროცესებზე დასასწრებად, გააგრძელებს აქაური სამართლებრივი მოთხოვნების შესწავლას და დეტალურად გადახედავს დღეისათვის წარმოდგენილ საქმის მასალებს“, - განაცხადა ადვოკატმა ვიშალ შარმამ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა