მილანში ტრამვაი შენობას შეეჯახა, არის მსხვერპლი

მილანში ტრამვაი შენობას შეეჯახა, არის მსხვერპლი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მილანში ტრამვაი რელსებიდან გადავიდა და შენობას შეეჯახა, რის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და 39 დაშავდა.

შემთხვევა მილანის ცენტრალურ ნაწილში, ვიტორიო ვენეტოს ქუჩაზე მოხდა.

მგზავრების განცხადებით, ვაგონების ქვემოდან ხმა გაიგეს, რის შემდეგაც ტრამვაიმ სიჩქარეს მოუმატა, რელსებიდან გადავიდა და შენობას შეეჯახა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა