თბილისის მერია - თბილისში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების თოვლისგან გაწმენდა ინტენსიურად გრძელდება

თბილისში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების თოვლისგან გაწმენდა ინტენსიურად გრძელდება. ტექნიკური მარილით მუშავდება როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი ქუჩები. ასევე, რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს გარე განათების დაზიანებული ქსელის აღდგენა, სადენების მოწესრიგება და მოტეხილი ხეების დამუშავება-გატანა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, უხვი ნალექის გამო დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. გზებზე არსებულ მდგომარეობას დღე-ღამის განმავლობაში მონიტორინგს უწევენ „თბილსერვის ჯგუფისა“ და რაიონული გამგეობების თანამშრომლები.

"საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოგვმართეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22",- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა