ანა ბუჩუკურის განცხადებით, შეფასებები, თითქოს დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები მედიისა და სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს, არის „სრული ტყუილი“

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, შეფასებები, თითქოს დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები მედიისა და სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს, არის „სრული ტყუილი“.

როგორც ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს, ტელეკომპანია „იმედი“ და POSTV-ი დამოუკიდებელი მედიასაშუალებები არ არიან და მათ „პარტიულ პროპაგანდისტულ მანქანებად“ მოიხსენიებს.

მისი შეფასებით, აღნიშნული არხები „ქართული ოცნების“ ინტერესებს ემსახურებიან და „ჰიბრიდული საინფორმაციო ომის იარაღს“ წარმოადგენენ.

„ახლა კი ცოტა სერიოზულად. რაც არ უნდა ისტერია მოაწყონ ივანიშვილის მომსახურე პერსონალმა, დიდი ბრიტანეთის სანქციები მედიისა და სიტყვის თავისუფლებას ზღუდავსო, ეს არის სრული ტყუილი მარტივი მიზეზის გამო:

არც „იმედი” და არც POS TV მედიასაშუალება არ არის - ორივე პარტიული პროპაგანდისტული მანქანაა, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ “ოცნების” ჰიბრიდული საინფორმაციო ომის იარაღი.

ჩემთვის პირადად ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ერთსაც და მეორესაც სისხლში აქვთ ხელები ამოთხვრილი, საკუთარი თანამოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაულების თანამონაწილეები არიან და მოპარული, კორუფციული, შავი ფულით საზრდოობენ.

შესაბამისად - როცა გაწყობს „მედია” ხარ და როცა გაწყობს ადამიანების გაუბედურება მისაღებია - ეს ასე არ მუშაობს“,- წერს ბუჩუკური.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია