დონალდ ტრამპი - შესაძლოა, კუბაზე მეგობრული კონტროლი დავამყაროთ - მათ არც საკვები, არც ნავთობი და არც ფული აქვთ, ეს ქვეყანა ღრმა გასაჭირშია

შესაძლოა, კუბაზე მეგობრული კონტროლი დავამყაროთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. „კუბის მთავრობა ჩვენ გვესაუბრება. ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. მათ ფული არ აქვთ, არაფერი აქვთ, მაგრამ გვესაუბრებიან“,-განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის ცნობით, კუბასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო „მაღალ დონეზე“ აწარმოებს.

„მათ არც საკვები, არც ნავთობი და არც ფული აქვთ. ეს ქვეყანა ღრმა გასაჭირშია და მათ ჩვენი დახმარება სურთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა