The Times of Israel - ისრაელმა საჰაერო სივრცე დახურა

ისრაელმა საჰაერო სივრცე დახურა, - ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, ირანის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების ფონზე ქვეყნის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ფრენებისთვის დაიხურა.

„საზოგადოებას ვთხოვთ, რომ აეროპორტებში არ მივიდნენ“, - ნათქვამია ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.

ასევე, სამინისტრო ისრაელის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციები დაიცვან.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა