მედია - ირანის წინააღმდეგ აშშ და ისრაელი ერთობლივ დარტყმებს ახორციელებენ

ირანის წინააღმდეგ აშშ და ისრაელი ერთობლივ დარტყმებს ახორციელებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მე-12 არხი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე იერიშები აშშ-ისრაელის ერთობლივ ოპერაციას წარმოადგენს.

ასევე, დაუდასტურებელი ინფორმაციით, დარტყმების ერთ-ერთი სამიზნე ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანი რეზიდენცია იყო.

თავდასხმის დაწყების შემდეგ „მოსადმა“ განცხადება გაავრცელა და ირანის მოქალაქეებს მიმართა.

„ირანელო ძმებო და დებო. თქვენ მარტო არ ხართ! ერთად ირანს დიდებულ დღეებს დავუბრუნებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა