შსს-მ თბილისში, ბინის გაქურდვისა და 80 ათასი ლარის დაუფლებისთვის ორი პირი დააკავა - ამოღებულია, სავარაუდოდ, ნაქურდალი თანხით შეძენილი ავტომობილი, მობილური ტელეფონები და ფული

სამართალდამცავებმა ბინის ქურდობისა და მართლსაწინააღმდეგოდ 80 000 ლარის დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნივთმტკიცებად ამოღებულია სავარაუდოდ ნაქურდალი თანხით შეძენილი ავტომობილი, მობილური ტელეფონები და ფული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით - 1997 წელს დაბადებული რ.ც. და წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1968 წელს დაბადებული თ.ნ. დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში უკანონოდ შეაღწიეს და დიდი ოდენობით თანხას - 80 000 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ რ.ც. და თ.ნ. ბრალდებულის სახით დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია სავარაუდოდ ნაქურდალი თანხით შეძენილი ავტომობილი, მობილური ტელეფონები და ფული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს