დონალდ ტრამპი ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს

დონალდ ტრამპი ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს.

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს, შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციას მოგიწოდებთ, რომ იარაღი დაყაროთ. თქვენ სამართლიანად მოგექცევიან ან გარდაუვალი სიკვდილის წინაშე აღმოჩნდებით“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა ირანელ ხალხსაც მიმართა და ისინი გააფრთხილა, რომ „უსაფრთხო ადგილას დარჩნენ, რადგან ბომბები ყველგან ჩამოცვივდება”.

„თქვენი თავისუფლების საათი ახლოვდება. როდესაც ჩვენ დავასრულებთ, მთავრობას თქვენ გადაიბარებთ. ის თქვენი იქნება. ეს, ალბათ, მომავალი რამდენიმე თაობის განმავლობაში თქვენი ბოლო შანსი იქნება. თქვენ ამერიკის დახმარებას მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდით, მაგრამ იგი აქამდე არასდროს მიგიღიათ. არც ერთი პრეზიდენტი არ იყო მზად იმის გაკეთებისთვის, რასაც მე ვაკეთებ“, - აღნიშნავს ტრამპი.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა