ირანული მედია - ირანის პრეზიდენტი აშშ-ისა და ისრაელის იერიშების შედეგად არ დაშავებულა

ირანული მედია - ირანის პრეზიდენტი აშშ-ისა და ისრაელის იერიშების შედეგად არ დაშავებულა

ირანის პრეზიდენტი აშშ-ისა და ისრაელის იერიშების შედეგად არ დაშავებულა, - ინფორმაციას ირანული გამოცემა Mehr-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი „სრულიად ჯანმრთელია და მას არანაირი პრობლემა არ შეჰქმნია“.

ცნობისთვის, მანამდე ისრაელის მედია ინფორმაციას ავრცელებდა, რომ დარტყმების ერთ

-ერთი სამიზნე ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის რეზიდენცია იყო.