მერია - თბილისში და ქალაქის შემოგარენში გზების თოვლისგან გაწმენდა ინტენსიურად გრძელდება

თბილისში და ქალაქის შემოგარენში გზების თოვლისგან გაწმენდა ინტენსიურად გრძელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, დედაქალაქსა და მის შემოგარენში ტექნიკური მარილით მუშავდება, იწმინდება, როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი გზები.

მერია მოსახლეობას მოუწოდებს, უხვი ნალექის დროს ავტომანქანებით მხოლოდ ზამთრის საბურავებით გადაადგილდნენ.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში, უხვი ნალექის გამო, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. მობილიზებულია შესაბამისი სპეცტექნიკა. დედაქალაქსა და მის შემოგარენში ტექნიკური მარილით მუშავდება, იწმინდება, როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი გზები.

ქალაქსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას 24-საათიან რეჟიმში მონიტორინგს უწევენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა, რაიონების გამგებლები და შესაბამისი სამსახურების უფროსები.

„26 თებერვლის საღამოდან მოყოლებული საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ. გზები თოვლისგან სპეცმანქანებით უწყვეტ რეჟიმში იწმინდება, ხდება გარე განათების, ელექტროენერგიის დაზიანებული ქსელის, კაბელების აღდგენა, თოვლისგან მოტეხილი ხეებისა და ტოტების დამუშავება-გატანა. სრულად მობილიზებულია შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები, „თბილსერვის ჯგუფი“, „ეკოსერვის ჯგუფი“, რაიონული გამგეობები“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.

მოსახლეობას მოვუწოდებთ, უხვი ნალექის დროს ავტომანქანებით მხოლოდ ზამთრის საბურავებით გადაადგილდნენ”, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა