გია ვოლსკი - არის მეორე გზა, რომ დათმო ყველაფერი, თქვა, რომ უნდა შევეგუოთ სუვერენიტეტის დაკარგვას და ვიმოქმედოთ, როგორც გკარნახობენ, რაც ქვეყნის ნგრევას განაპირობებს - ამ გეგმაში POSTV-ც და „იმედიც“ საკმაოდ მოუხერხებელია, ვინაიდან სწორ ანალიზს იძლევა

არის მეორე გზა, რომ დათმო ყველაფერი, თქვა, რომ მართლაც უნდა შევეგუოთ სუვერენიტეტის დაკარგვას და ვიმოქმედოთ ისე, როგორც გკარნახობენ, რაც ქვეყნის ნგრევას განაპირობებს. POSTV-ც და „იმედიც“ ამ მთლიან გეგმაში, მთლიანი რაკურსით რომ გავაანალიზოთ სიტუაცია, საკმაოდ მოუხერხებელია იმ გეგმისთვის, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის ჩამოყალიბებული,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკის შეფასებით, ხელისუფლებასაც არაფერი დაუშავებია, რადგანაც „საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს ყველა ევროპული სტანდარტით“.

„იმედზე“ და POSTV-ზე მიტანილი შეტევა ნიშნავს იმას, რომ ინფორმაცია, რომლითაც ისინი საზოგადოებას მიმართავენ, არ შეესაბამება იმ ტრენდს და იმ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც ზოგიერთ ქვეყნებს გააჩნიათ უკრაინასთან, ამ ომთან მიმართებით ზოგადად და გაცილებით უფრო რთულია ვითარება და ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ ორი მედიის მიმართ განხორციელებული აგრესიით. ზოგადად, არც ხელისუფლებას არაფერი დაუშავებია, საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს ყველა ევროპული სტანდარტით, მაგრამ დასანქცირებულები არიან იმიტომ, რომ პოლიტიკა არ ხორციელდება ისეთი, რომელიც შეუწყობდა ხელს მარიონეტული რეჟიმის ქვეყნის სათავეში მოსვლას. ეს არის მთლიანად, ერთი პრობლემა და რასაკვირველია, ჩვენ ამას უნდა შევხედოთ როგორც მოცემულობა, რომელიც სამწუხაროდ, დღეს, მსოფლიოს ახასიათებს და მათ შორის საქართველოსთან მიმართებით ხორციელდება. არის მეორე გზა, რომ დათმო ყველაფერი, თქვა, რომ მართლაც უნდა შევეგუოთ სუვერენიტეტის დაკარგვას და ვიმოქმედოთ ისე, როგორც გკარნახობენ, რაც ქვეყნის ნგრევას განაპირობებს. POSTV-ც და „იმედიც“ ამ მთლიან გეგმაში, მთლიანი რაკურსით რომ გავაანალიზოთ სიტუაცია, საკმაოდ მოუხერხებელი არის იმ გეგმისთვის, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის ჩამოყალიბებული, ვინაიდან სწორ ინფორმაციას იძლევა, სწორ ანალიზს აკეთებს და არავითარ შუაში არ არის აქ უკრაინის თემა. უკრაინის თემაზე გინდ ბრიტანეთიც და გინდ თავად უკრაინულ მედიაში ქვეყნდება ისეთი ცნობები, რომელიც მნიშვნელოვნად დააზიანებს თუნდაც ზელენსკის ავტორიტეტს“,- აცხადებს ვოლსკი.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია