ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო შეტევა დაიწყო

ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო შეტევა დაიწყო.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ მტრული და დანაშაულებრივი თავდასხმის საპასუხოდ, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ოკუპირებული მიწის წინააღმდეგ რაკეტებითა და დრონებით თავდასხმის პირველი ფართომასშტაბიანი ტალღა დაიწყო“, - აცხადებს ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“.

ამასთან, ირანელმა ოფიციალურმა პირმა „ალ-ჯაზირას“ განუცხადა, რომ ირანის პასუხს „წითელი ხაზები“ არ ექნება.

„ახლო აღმოსავლეთში აშშ-ისა და ისრაელის ყველა აქტივი და ინტერესი ლეგიტიმური სამიზნე გახდა“, - აღნიშნა ირანელმა მაღალჩინოსანმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა