რეზა ფეჰლევი - დაპირებული დახმარება მოვიდა - ირანელმა ხალხმა ქვეყანა უნდა დაიბრუნოს

ირანელმა ხალხმა ქვეყანა უნდა დაიბრუნოს, - ამის შესახებ განცხადებას ირანის უკანასკნელი შაჰის ვაჟი და მემკვიდრე პრინცი, რეზა ფეჰლევი ავრცელებს.

„ძვირფასო თანამემამულეებო, წინ გადამწყვეტი მომენტი გველის. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ირანელი ხალხისთვის დაპირებული დახმარება მოვიდა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა და მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკაა და არა ირანელი ხალხი“, - აცხადებს რეზა ფეჰლევი.

მისი თქმით, აშშ-ის დახმარების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას ირანელმა ხალხმა თავად უნდა მიაღწიოს.

„ამ საბოლოო ბრძოლაში საქმეს ჩვენ, ირანელი ხალხი დავასრულებთ. ქუჩებში დაბრუნების დრო ახლოვდება“, - აღნიშნავს ფეჰლევი.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა