არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრო - ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად აბუ-დაბიში ერთი ადამიანი დაიღუპა

ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად აბუ-დაბიში ერთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემის მოქმედების შემდეგ ირანის მიერ გაშვებული რაკეტის ნამსხვრევები აბუ-დაბიში საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა.

„ეს ეროვნული სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა და არაბთა გაერთიანებული საამიროები ამ ესკალაციაზე პასუხის უფლებას იტოვებს“, - ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ, ირანმა აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების საპასუხოდ ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზების მიმართულებით რაკეტები გაუშვა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა