დონალდ ტრამპი - ჩემი მიზანი ირანში ხალხის თავისუფლებაა

ჩემი მიზანი ირანში ხალხის თავისუფლებაა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანში იერიშების დაწყების შემდეგ Washington Post-თან მოკლე სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სურს, რომ ირანი უსაფრთხო ადგილი იყოს.

„ხალხისთვის მხოლოდ თავისუფლება მსურს. უსაფრთხო ქვეყანა მსურს და ეს არის ის, რაც გვექნება“, - განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, დღეს დილით დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ოპერაციას „ეპიკური მძვინვარება“ ეწოდა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა