რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი და არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის აქტი განახორციელეს -  მოვითხოვთ, ვითარება პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების კურსს დაუბრუნდეს

აშშ-ისა და ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი და არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის აქტი განახორციელეს, - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„28 თებერვლის დილით აშშ-სა და ისრაელის ძალებმა ირანის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ამ უგუნურ ნაბიჯს წინ სამხედრო-პოლიტიკური და პროპაგანდული მზადება უძღოდა, მათ შორის რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალების დიდი რაოდენობით განლაგება, რაც არ ტოვებს იმის ეჭვეს, რომ საქმე გვაქვს გაერო-ს წევრის, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილ და არაპროვოცირებულ სამხედრო აგრესიის აქტთან, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსკოვი „მოითხოვს ირანის გარშემო არსებული ვითარება პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების კურსს დაუბრუნდეს“.

„ვაშინგტონმა და თელ-ავივმა სახიფათო ავანტიურა კიდევ ერთხელ გაითამაშეს, რაც რეგიონს ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და ასევე, არ არის გამორიცხული, რომ რადიაციულ კატასტროფასთანაც კი აახლოებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში