Associated Press - აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად სამხრეთ ირანში მდებარე სკოლაში 40 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად სამხრეთ ირანში მდებარე სკოლაში 40 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Associated Press-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ჰორმაზაგანის პროვინციის ქალაქ მინაბში მდებარე გოგონების სკოლაზე დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-ს აღწევს.

ასევე, დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 45 ადამიანი დაშავდა.

Associated Press-ის ინფორმაციით, ქალაქ მინაბში ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ ბაზა აქვს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა