25 წლის მიხეილ ქავთარაძის მკვლელობის საქმეზე, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი, არასრულწლოვანი დააკავეს

25 წლის მიხეილ ქავთარაძის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა კიდევ ერთი პირი, არასრულწლოვანი დააკავეს.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატმა დაუდასტურა. არასრულწლოვანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით აქვს წარდგენილი და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მსჯელობენ.

ცნობისთვის, შემთხვევა თბილისში, ვარკეთილში, 2024 წლის 21 დეკემბერს მოხდა. ურთიერთშელაპარაკების შედეგად, 4 ადამიანი დაიჭრა, მიყენებული ჭრილობებით კი კლინიკაში მიყვანისთანავე 25 წლის მიხეილ ქავთარაძე გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობისა და 3 პირის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თავდაპირველად ერთი პირი - დავით გოგიძე დააკავეს. მომხდარიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, ორი სპეცრაზმელი და ერთი არასრულწლოვანი.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში