ემანუელ მაკრონი - აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყებას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება

აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყებას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.

„მიმდინარე ესკალაცია ყველასთვის საშიშია. ის უნდა დასრულდეს. ახლა ირანის რეჟიმმა უნდა გააცნობიეროს, რომ მას სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ მოლაპარაკებებში კეთილსინდისიერად ჩაერთოს, რათა თავისი ბირთვული და ბალისტიკური პროგრამები, ასევე რეგიონული დესტაბილიზაციის გამომწვევი აქტივობები დაასრულოს“, - წერს მაკრონი X-ზე.

მაკრონის ცნობით, საფრანგეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას მოითხოვს.

„ირანელმა ხალხმა საკუთარი მომავლის შექმნა თავისუფლად უნდა შეძლოს“, - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა