„თელასის“ ინფორმაციით, მთაწმინდის, ვაკის, დიღმის რაიონის, სოლოლაკის და  ვარკეთილის რაიონებში ელექტროენერგიის მოწოდება აღდგენილია

კომპანია „თელასის“ განცხადებით მთაწმინდის, ვაკის, დიღმის რაიონის, სოლოლაკის და ვარკეთილის რაიონებში ელექტროენერგიის მოწოდება აღდგენილია.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „თელასის“ ტექნიკური სამსახური 24 საათიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.

„17:30 საათისთვის მთაწმინდისა და ვაკის რაიონის 70 0000 მომხმარებელს მთაწმინდის მაღალი ძაბვის ხაზზე ავარიული სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგია მიეწოდა.

13:00 საათისათვის ტექნიკური სამსახურების მიერ აღდგენილია დიღმის რაიონში 30 000 მომხმარებლის ელექტრომომარაგება, ასევე სოლოლაკის და ვარკეთილის რაიონების 28 000 მომხმარებლის ელექტრომომარაგება.

უამინდობით გამოწვეული ქსელში დაზიანებების სიმრავლის გამო „თელასის“ ტექნიკური სამსახურები მობილიზებულია და გადასულია 24 საათიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა