ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის სტრატეგიულ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე დარტყმების სერია დასრულდა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის სტრატეგიულ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე დარტყმების სერია დასრულდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, იერიშების ერთ-ერთი სამიზნე ქირმანშაჰის პროვინციაში განთავსებული „SA-65-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა“ იყო.

„ამჟამად ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის ტერორისტული რეჟიმის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს აგრძელებს, რათა რეჟიმს ზიანი მიაყენოს და ისრაელის შიდა ფრონტის წინაშე არსებული საფრთხეები აღმოფხვრას“, - ნათქვამია განცხადებაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა