საქართველოში მცხოვრები ირანის მოქალაქეები ირანის საელჩოსთან აქციას მართავენ

საქართველოში მცხოვრები ირანის მოქალაქეები ირანის საელჩოსთან ირანელი ხალხის მხარდამჭერ აქციას მართავენ.

ისინი ირანში, აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებულ იერიშს ზეიმობენ.

აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ამერიკისა და ირანის დროშები. ისმის შეძახილები „გამარჯვება“, გამარჯვება“.

ცნობისთვის, ისრაელმა ირანის წინააღმდეგ პრევენციული დარტყმა დღეს დილით განახორციელა. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც და ირანში აშშ-ის მიერ ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციის დაწყება დაადასტურა. ისრაელისა და აშშ-ის იერიშს ირანის საპასუხო დარტყმები მოჰყვა.

ამასთან, ისრაელის მე-12 არხი იუწყება, რომ ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ხამენეი, რასაც ირანული მხარე არ ადასტურებს.

Reuters-ის ცნობითვე, შესაძლოა, ისრაელის საჰაერო დარტყმებს ირანის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე და ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაური მოჰამედ პაკპური ემსხვერპლა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა