საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - გაერო-ს უშიშროების საბჭო ირანსა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების განსახილველად საგანგებო სხდომას გამართავს

გაერო-ს უშიშროების საბჭო ირანსა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების განსახილველად საგანგებო სხდომას გამართავს, - ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო ავრცელებს.

„საფრანგეთის მოთხოვნით, პარიზის დროით 22:00 საათზე (თბილისის დროით კვირა, 1:00 საათი) გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება“, - წერს ჟან-ნოელ ბარო X-ზე.

მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას მოითხოვდა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა