ლოზუნგით - „არა რუსულ პროპაგანდისტულ არხებს“, პარლამენტისკენ საპროტესტო მარში მიმდინარეობს

„არა რუსულ პროპაგანდისტულ არხებს!“ - ამ ლოზუნგით მოქალაქეები საპროტესტო მარშს მართავენ.

ისინი თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით მიემართებიან საქართველოს პარლამენტისკენ.

მარშის მონაწილეებს მიტანილი აქვთ, საქართველოსა და ამერიკის დროშები. ისინი პარლამენტთან აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა