თეთრი სახლის პრესსპიკერი - პრეზიდენტი სიტუაციის მონიტორინგს მთელი დღის განმავლობაში გააგრძელებს

პრეზიდენტი სიტუაციის მონიტორინგს მთელი დღის განმავლობაში გააგრძელებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი სოციალურ ქსელში წერს.

„პრეზიდენტი ტრამპი მარ-ა-ლაგოში, თავის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრებთან ერთად სიტუაციას მთელი ღამის განმავლობაში აკვირდებოდა. ასევე, პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ესაუბრა“, - წერს ლევიტი X-ზე.

თეთრი სახლის პრესსპიკერის ცნობით, ირანის წინააღმდეგ დარტყმებამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კონგრესის დაზვერვის კომიტეტების ხელმძღვანელებს ინფორმაცია მიაწოდა.

„პრეზიდენტი და მისი ეროვნული უსაფრთხოები გუნდი სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს მთელი დღის განმავლობაში გააგრძელებენ“, - აცხადებს თეთრი სახლის პრესსპიკერი.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა