სპეციალური პენიტენციური სამსახური - სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც ნახა ირაკლი ღარიბაშვილის საკანში გადაღებული უწყვეტი ვიდეომასალა და მანაც დაადასტურა, რომ მსჯავრდებულს დაწესებულება არ დაუტოვებია

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ნახა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად გადაღებული უწყვეტი ვიდეომასალა, რის შემდეგაც სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ მსჯავრდებულს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია, - ამის შესახებ განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

უწყება სიცრუეს უწოდებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, მსჯავრდებული ექს-პრემიერი პენიტენციური დაწესებულებიდან შვილის დაბადების დღეზე გაიყვანეს.

„ტელეკომპანია „ფორმულას" მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრის დაბადების დღეზე პენიტენციური დაწესებულება დროებით დატოვა, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ნახა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად გადაღებული უწყვეტი ვიდეომასალა, რის შემდეგაც სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ მსჯავრდებულს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია.

აღნიშნული ფაქტი უტყუარად ადასტურებს, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო მორიგი სიცრუე, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“- ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა