პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან აქცია განახლდა. საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტის მონაწილეებს ლოზუნგით - „არა რუსულ პროპაგანდისტულ არხებს!“, მარშის მონაწილეებიც შეუერთდნენ.

ისინი თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით საქართველოს პარლამენტისკენ გაემართნენ.მარშის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ, საქართველოსა და ამერიკის დროშები.

პარლამენტთან აქცია ერთ წელზე მეტია ყოველდღიურად იმართება. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა