ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის უსაფრთხოების ხელმძღვანელობის რამდენიმე წევრის, მათ შორის თავდაცვის მინისტრის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, მკვლელობას ადასტურებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის უსაფრთხოების ხელმძღვანელობის რამდენიმე წევრის, მათ შორის თავდაცვის მაღალი რანგის ოფიცრის, ალი შამხანის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, მკვლელობას ადასტურებს. ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები დარტყმების შედეგად შემდეგი პირების დაღუპვას ადასტურებს: ალი შამხანი, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალების ყოფილი მეთაური და არმიის მეთაური, და ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მთავარი მრჩეველი; მოჰამედ პაკპური, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური; სალაჰ ასადი, ირანის სამხედრო საგანგებო სიტუაციების შტაბის დაზვერვის უფროსი და ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი დაზვერვის ოფიცერი; მოჰამედ შირაზი, ხამენეის სამხედრო ბიუროს უფროსი; აზიზ ნასირზადე, ირანის თავდაცვის მინისტრი და ირანის საჰაერო ძალების ყოფილი უფროსი და შტაბის უფროსის მოადგილე; ჰოსეინ ჯაბალ-ამელიანი, SPND-ის თავმჯდომარე; რეზა მოზაფარი-ნია, SPND-ის ყოფილი თავმჯდომარე.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება