The Times of Israel - ირანი ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით უტევს

ირანმა ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, რის გამოც ცენტრალურ და ჩრდილოეთ ისრაელში სირენების ხმა ისმის.

ამის შესახებ The Times of Israel-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს.

ამასთან, როგორც გამოცემა იუწყება, თელ-ავივში ბალისტიკური რაკეტის ჩამოვრდნის შედაგად სულ მცირე ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

სამხედრო შეფასებაზე დაყრდნობით აღნიშნულია ისიც, რომ დილიდან ირანმა როგორც ისრაელის, ისე ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო ბაზების მიმართულებით სულ 170 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა