დონალდ ტრამპი - ხამენეი, ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი ისტორიაში, მკვდარია

ხამენეი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს არა მხოლოდ ირანის ხალხისთვისაა სამართლიანობა, არამედ ,,ყველა დიდებული ამერიკელისთვის და მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანებისთვის, რომლებიც ხამენეის და მისი სისხლისმსმელი ბანდიტების მიერაა მოკლული ან დასახიჩრებული".

„მას არ შეეძლო ჩვენი დაზვერვისა და მაღალტექნოლოგიური თვალთვალის სისტემების თავიდან აცილება და ისრაელთან მჭიდრო თანამშრომლობით, მას ან მასთან ერთად მოკლულ სხვა ლიდერებს არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ. ეს ირანელი ხალხისთვის უდიდესი შანსია, დაიბრუნოს თავისი ქვეყანა.

ჩვენ გვესმის, რომ მათი IRGC-ის, სამხედრო და სხვა უსაფრთხოებისა და პოლიციის ძალების ბევრ წევრს აღარ სურს ბრძოლა და ჩვენგან იმუნიტეტს ეძებენ. როგორც გუშინ ღამით ვთქვი, „ახლა მათ შეუძლიათ იმუნიტეტი ჰქონდეთ, მოგვიანებით მხოლოდ სიკვდილი ელით!“ იმედია, IRGC-ი და პოლიცია მშვიდობიანად გაერთიანდება ირანელ პატრიოტებთან და ერთად იმუშავებენ, რათა ქვეყანა დაუბრუნონ იმ დიდებულებას, რომელსაც ის იმსახურებს. ეს პროცესი მალე უნდა დაიწყოს, რადგან არა მხოლოდ ხამენეი მოკვდა, არამედ ქვეყანა, სულ რაღაც ერთ დღეში, ძალიან განადგურდა. ძლიერი და ზუსტი დაბომბვა გაგრძელდება შეუფერხებლად მთელი კვირის განმავლობაში ან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ჩვენი მიზნის მისაღწევად - მშვიდობის დამყარება მთელ ახლო აღმოსავლეთში და, რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში!“,- წერს ტრამპი.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს