დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის დაბომბვა გაგრძელდება „შეუფერხებლად, მთელი კვირის განმავლობაში ან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის „ძლიერი და ზუსტი დაბომბვა გაგრძელდება შეუფერხებლად მთელი კვირის განმავლობაში ან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“.

ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენ გვესმის, რომ მათი IRGC-ის, სამხედრო და სხვა უსაფრთხოებისა და პოლიციის ძალების ბევრ წევრს აღარ სურს ბრძოლა და ჩვენგან იმუნიტეტს ეძებენ. როგორც გუშინ ღამით ვთქვი, „ახლა მათ შეუძლიათ იმუნიტეტი ჰქონდეთ, მოგვიანებით მხოლოდ სიკვდილი ელით!“ იმედია, IRGC-ი და პოლიცია მშვიდობიანად გაერთიანდება ირანელ პატრიოტებთან და ერთად იმუშავებენ, რათა ქვეყანა დაუბრუნონ იმ დიდებულებას, რომელსაც ის იმსახურებს. ეს პროცესი მალე უნდა დაიწყოს, რადგან არა მხოლოდ ხამენეი მოკვდა, არამედ ქვეყანა, სულ რაღაც ერთ დღეში, ძალიან განადგურდა. ძლიერი და ზუსტი დაბომბვა გაგრძელდება შეუფერხებლად მთელი კვირის განმავლობაში ან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ჩვენი მიზნის მისაღწევად - მშვიდობის დამყარება მთელ ახლო აღმოსავლეთში და, რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში!“,- წერს ტრამპი.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
BMW-ს ახალი ეპოქა: გაიცანით Neue Klasse-ის პირველი სერიული მოდელი iX3
ზაფხული „მოზაიკოს“ ტერასაზე - საავტორო კოქტეილები, თბილისური ხედები და განსაკუთრებული ადგილი შეხვედრებისთვის
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტში გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს