გაეროში ირანის ელჩი - ირანი მიზანში ამოიღებს აშშ-ისა და ისრაელის ყველა ბაზას, ობიექტსა და აქტივს - ისრაელმა შეძლო აშშ-ის ჩათრევა ირანთან ომის ჭაობში

გაეროში ირანის ელჩის, ამირ საეიდ ირავანის განცხადებით, ირანი მიზანში ამოიღებს აშშ-ისა და ისრაელის „ყველა ბაზას, ობიექტსა და აქტივს“.

როგორც ამირ საეიდ ირავანი ამბობს, ირანი მიიჩნევს: „რეგიონში მყოფი მტრული ძალების ყველა ბაზა, ობიექტი და აქტივი ჩაითვლება ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ, ირანის მიერ თავდაცვის კანონიერი უფლების განხორციელების ფარგლებში“.

მისი თქმით, „ირანი გააგრძელებს საკუთარი თავდაცვის უფლების გადამწყვეტად და შეუფერხებლად გამოყენებას, მანამდე სანამ აგრესია სრულად და ერთმნიშვნელოვნად არ შეწყდება“.

ირავანის განცხადებითვე, ისრაელმა „შეძლო აშშ-ის ჩათრევა ირანთან ომის ჭაობში“.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში