ირანი აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას ადასტურებს - ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა

ირანის სახელმწიფო ტელევიზია ადასტურებს, რომ ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მედიამ ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს განცხადება გაავრცელა, რომელიც ხამენეის დაღუპვას ოფიციალურად ადასტურებს და ამაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხამენეის „მოწამეობრივი სიკვდილი მჩაგვრელების წინააღმდეგ ბრძოლაში აჯანყების დასაწყისი იქნება“.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია შაბათს დილით თავდასხმისას დედაქალაქ თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ქვეყანაში 40-დღიანი საზოგადოებრივი გლოვა გამოცხადდა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა