დონალდ ტრამპი ირანის მომავალ ლიდერზე - რამდენიმე კარგი კანდიდატია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, იცის, ვისი ხილვა სურს ირანის ლიდერად უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ.

CBS News-თან სატელეფონო ინტერვიუში კითხვაზე, როგორ ფიქრობს, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს ხამენეის დაღუპვის შემდეგ, ტრამპმა უპასუხა: „ზუსტად ვიცი ვინ, მაგრამ ვერ გეტყვით“.

ამასთან, კითხვაზე არის თუ არა ირანში ვინმე, ვისი ქვეყნის ლიდერად ხილვაც მას სურს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „დიახ, ვფიქრობ ასეა. რამდენიმე კარგი კანდიდატია“.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა