ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - ირანის შეიარაღებული ძალების ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი შეტევითი ოპერაცია დაიწყება

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ისრაელისა და ამერიკული ბაზების წინააღმდეგ „დამანგრეველ შეტევით ოპერაციას“ იწყებენ.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი შეტევითი ოპერაცია ოკუპირებული ტერიტორიებისა და ამერიკული ტერორისტული ბაზების მიმართულებით სულ რამდენიმე წამში დაიწყება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მანამდე, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განცხადება გაავრცელა უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სადაც ის დიდ ლიდერად მოიხსენია და აღნიშნა, რომ უზენაესი ლიდერის გარდაცვალება ირანს უფრო მეტად მტკიცეს გახდის, თავისი გზა გააგრძელოს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა